უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა
 უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა
15:55 11.12.2017
უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა.
ამ ხნის განმავლობაში კი სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, უნდათ დაამტკიცონ, რომ ის პუტინის აგენტია და მოსკოვში გაამგზავრონ.
„რა არის ერთი შინა პატიმრობა, გამთიშონ პოლიტიკური ცხოვრებიდან, რადგანაც კარგად იციან ეს არ არის იანუკოვიჩის დრო და იციან რომ დასავლეთი არ აპატიებს ასეთ რამეს. უკრაინის ხელისუფლებაზე ერთი მეორეზე უარესი სტატია იწერება, რომელიც მიდის მისი პრესტიჟის დაცემისკენ, რაც იწვევს ღიმილს. უნდათ დაამტკიცონ, რომ მე ვარ უსაფრთხოების სამსახურის აგენტი. აგენტები უნდა გაიცვალოს. როგორც კი დაამტკიცებენ, რომ მე ვარ აგენტი მაშინვე გამიშვებენ პირდაპირი რეისით მოსკოვში. ჩემში პუტინი გასცემს ყველა ტყვეს. წარმოგიდგენიათ რაზეა საუბარი?!“- განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითზე მსჯელობენ.

ბეჭდვა