მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის თავს არა დაკავებულად, არამედ ოლიგარქების ტყვედ
თვლის.
აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზში განაცხადა.
მან პროცესს სასაცილო უწოდა.
„არაფრის მეშინია, მათ შეუძლიათ დამაპატიმრონ, მაგრამ ვერ შეძლებენ გატეხონ უკრაინელი ხალხი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის სასაცილო საქმე. პროცესი, რომელსაც უყურებს მთელი მსოფლიო მათ გადაწყვიტეს ჩაატარონ 6 კვადრატულ ოთახში. უკრაინელი ხალხი არ დაუშვებს ამას... ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გვჭირდება მშვიდი, ცივილიზებული პოლიტიკური პროცესი.
მე თავს ვთვლი უკრაინელი ოლიგარქის, ასევე ვლადიმერ პუტინის ტყვედ. მე არ ვთვლი, რომ მე ვარ დაკავებული, მე ვარ დატყვევებული, რადგან ისინი აწარმოებენ ომს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამას აწარმოებენ უკრაინელი ოლიგარქები. მინდა მოგიწოდოთ რომ ნუ შეგეშინდებათ. ხალხმა რომელმაც გამათავისუფლა აჩვენა, რომ ისინი არიან გმირები,“-განაცხადა სააკაშვილმა, რომლის თარგმანსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს.
კიევში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოზე აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უნდა იმსჯელონ.
