პოროშენკო: მტერი სულ უფრო დიდ ფსონს დებს, რომ დარტყმა მოგვაყენოს-მოსკოვში ძალას არ იშურებენ
პოროშენკო: მტერი სულ უფრო დიდ ფსონს დებს, რომ დარტყმა მოგვაყენოს-მოსკოვში ძალას არ იშურებენ
15:55 06.12.2017
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილის მიმართ გუშინ კიევში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი შეფასებით, იმან, რაც გუშინ მოხდა, ყველას თავზარი დასცა.
მისივე თქმით, მტერი სულ უფრო დიდ ფსონს დებს, რომ უკრაინაში არეულობა იყოს.

"მტერი სულ უფრო დიდ ფსონს დებს, რომ დარტყმა მოგვაყენოს ზურგში, აგვაფეთქოს შიგნიდან, მოახდინოს ვითარების დესტაბილიზაცია უკრაინაში. ამის შესახებ არა ერთხელ მითქვამს, რომ მოსკოვში ძალას არ იშურებენ. მათ ფულიც საკმარისად აქვთ. ვფიქრობდი, რომ ჩემი გაკვირვება რაიმეთი რთული იყო, თუმცა, რაც გუშინ დაინახა და მოისმინა მთელმა ქვეყანამ ყველას თავზარი დასცა და შოკში ჩააგდო. რაც მახარებს არის ის, რომ უკრაინელები ჩვენს ძალოვანებზე ადრე მიხვდნენ, რომ კამპანია მოსკოვისგან იყო დაფინანსებული და ამიტომაც მოახდინეს რადასთან არსებული ბანაკის იგნორირება,“- აღნიშნა პოროშენკომ.

გუშინ კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, თუმცა მისმა მხარდამჭრებმა პოლიციის მანქანას მოძრაობის საშუალება არ მისცეს და რამდენიმე საათში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს. ამის შემდგომ სააკაშვილმა რადას შენობასთან აქცია გამართა და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. ის სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ბეჭდვა