საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს დილით, როდესაც მის
დასაკავებლად მივიდნენ ხალხთან ერთად მზადყოფნაში იყო.
ამის შესახებ სააკაშვილმა მხარდამჭერების მიერ მიკროავტობუსიდან მისი გამოყვანის შემდეგ განაცხადა.
მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა ყველას მოგესალმოთ, მადლობა მხარდაჭერისთვის, მინდა ვუთხრა დედაჩემს, სანდრას ნიკუშას, სუყველაფერი წესრიგშია. ამათ ჩვენ ვუტირებთ ყოფას ადრე თუ გვიან ყველა ოლიგარქს და ყველა ხალხის მძარცველს და დამამცირებელს, როგორც უკრაინაში ასევე საქართველოში. ეს ფარჩაკები ვერ მიხვდნენ ვისთან აქვთ საქმე. მე ვარ დაბადებული გამარჯებისთვის ქართველ და უკრაინელ ხალხთან ერთად. ნახეთ, როგორ დამიდგნენ უკრაინელები გვერდით. უიარაღოდ დაუპირისპირდნენ კბილებამდეე შეიარაღებულ ნაციონალურ გვარდიას, პრეზიდენტის პირად გვარდიას, რომელმაც განახორეციელა უშიშროების სამსხურთან ერთად ჩემი დაკავების ოპერაცია. დილის 7 საათზე კარები შემოამტვრიეს, მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით, პრესსამსახური მყავდა ადგილზე, ხალხი მყავდა ასევე ადგილზე“- განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბრისას.
