უკრაინის გენერალური პროკურორი: მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას გავუწევთ შუამდგომლობას
უკრაინის გენერალური პროკურორი: მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას გავუწევთ შუამდგომლობას
15:34 05.12.2017
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი მხოლოდ 256-ე მუხლით წარედგინება, რაც დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას გულისხმობს.

ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ რამდენიმე წუთის წინ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ასევე პროკურორის განცხადებით, უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას მოითხოვს.

„დღეს შედგება სასამართლო. სააკაშვილს მხოლოდ 256-ე მუხლის დარღვევაში ედება ბრალი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას გულისხმობს. შუამდგომლობას მის შინაპატიმრობას გავუწევთ. მე არ ვმალავ ამ გადაწყვეტილებას. მინდა ყველა პროცედურა განხორციელდეს ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყანას შეეფერება“-განაცხადა პროკურორმა.

ბეჭდვა