რუმინეთის მთავრობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვს
რუმინეთის მთავრობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვს
17:32 05.07.2012
რუმინეთის მემარცხენე მთავრობამ პრეზიდენტის ტრაიან ბასესკუს იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. მმართველმა კოალიციამ პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევსას და უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა.

მმართველი კოალიცია კენჭისყრის პროცესს პარასკევს დაიწყებს. იმ შემთხვევაში თუ კოალიცია პარლამენტში ხმების უმრავლესობას მოიპოვებს, პრეზიდენტს უფლებამოსილება ერთ თვეში შეუჩერდება და ქვეყანაში რეფერენდუმი გაიმართება, რომელიც პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვება-არ დატოვების საკითხს გადაწყვეტს.

ბასესკუსთვის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში, დროებით პრეზიდენტად „ნაციონალურ-ლიბერალური“ პარტიის ლიდერი კრინ ანტონესკუ მოიაზრება.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ პონტამ უკვე დაითხოვა პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელები და ომბუდსმენი, რომლებიც მხარს უჭერენ ბასესკუს და მისი მომხრეებით ჩაანაცვლა, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების შეცვლის საკითხი დააყენა და ისინი პოლიტიკურ არაობიექტურობაში დაადანაშაულა.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი შაბათს, პარლამენტის სპეციალურ სხდომაზე დაისმევა.

ბეჭდვა