ინდოეთში, ასამის შტატში წყალდიდობას 95 ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 2 მილიონი კი, საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
უცხოური მედიის ცნობით, წყალდიდობამ 2 000-მდე სოფელი დატბორა, ათასობით სახლი დააზიანა და დაანგრია.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მანმოჰან სინგჰის განცხადებით, 2004 წლის სტიქიურ უბედურების შემდეგ , წლევანდელი წყალდიდობა ყველაზე მასშტაბური იყო.
მან უკვე მოინახულა სტიქიის ზონა. სინგჰის განცხადებით, 5 მილიონი რუპია ფონდებიდან გამოიყოფა, რათა სტიქიის შედეგად დაზიანებული ზონა აღდგეს.
