საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის სათავეში
უნდა მოვიდეს ახალი ფორმაცია, რომელიც მხოლოდ ქვეყნისთვის იმუშავებს.
აღნიშნულის შესახებ მან იმ აქციის შემდგომ გამართულ ლექციაზე ისაუბრა, რომელზეც უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევების საკითხზე უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადება გააპროტესტეს.
„ჩვენ არ გვაქვს უფლება შევინარჩუნოთ სტატუს-კვო, ეს უკრაინას დააზარალებს და შესაძლოა, სეპარატიზმის განვითარებას შეუწყოს ხელი. არ უნდა გავჩერდეთ ადგილზე იმ ჭაობში, რომელშიც ჩაგვითრიეს. უკრაინას აქვს ადამიანური და ეკონომიკური ზრდის უდიდესი პოტენციალი. პოროშენკო ეხვევა ოფშორებთან დაკავშირებულ სკანდალებში, მაგრამ მთავარი აქ ის კი არაა, რომ ეს კანონდარღვევაა, არამედ ის, რომ პრეზიდენტს საკუთარი ქვეყნის არ სჯერა. სათავეში უნდა მოვიდეს ახალი ფორმაცია, რომელიც უკრაინისთვის იმუშავებს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
