საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე
მოვლენები ვარდების რევოლუციის კლიმატს გავს.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, ის და მისი მხარდამჭერები კვირას კიევში მარშის მოწყობას გეგმავენ.
“დღეს პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ამ ადგილმა, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. ამათ სცადეს ჩემი შანტაჟი საქართველოში დეპორტაციით და ძალიან ცუდად დაამთავრებენ, იმიტომ რომ არ იციან რომ ჩემი შანტაჟი არის შეუძლებელი. ამიტომ ვნახეთ ხალხი როგორ რეაგირებს და ასე გაგრძელდება. დღევანდელი გამარჯვება იყო მხოლოდ დასაწყისი გამარჯვებისა. მე ძალიან მაგონებს ეს ყველაფერი ვარდების რევოლუციის კლიმატს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რადამ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვილებები მიიღო, რაც მომიტინგეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.
