მიხეილ სააკაშვილი: თუკი პოროშენკო ჩემს საქართველოში ექსტრადირებას მაინც მოახდენს, იქ ხალხი ხელისუფლებას ჩამოაგდებს
მიხეილ სააკაშვილი: თუკი პოროშენკო ჩემს საქართველოში ექსტრადირებას მაინც მოახდენს, იქ ხალხი ხელისუფლებას ჩამოაგდებს
10:35 03.11.2017
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მის საქართველოში ექსტრადირებას მოახდენს, უკრაინელი ხალხი ხელისუფლებას გადააყენებს.

მისივე თქმით, მოვლენები საქართველოშიც და უკრაინაშიც ერთნაირად განვითარდება.

ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინულ ტელევიზიაში განაცხადა.

„არ მაქვს მოქმედი უკრაინული პასპორტი. ხოლო პოროშენკო ჩემი საქართველოში ექსტრადირების პროცესშია. თუმცა, ამისთვის მას მთელი რიგი პროცედურების გავლა მოუწევს. ჩემი უფლებების დასაცავად ყველა კანონიერ გზას გამოვიყენებ. თუკი პოროშენკო ჩემს საქართველოში ექსტრადირებას მაინც მოახდენს, იქ ხალხი ხელისუფლებას ჩამოაგდებს. შემდეგ კი ჩვენ ქართველი ოლიგარქის თავიდან მოშორების პროცესს დავიწყებთ.
ვფიქრობ, მოვლენები საქართველოშიც და უკრაინაშიც ერთნაირად განვითარდება“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა უკრაინის უმაღლეს რადაში პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირეს. სააკაშვილის განცხადებით, ამით უკრაინის პარლამენტს პრეზიდენტის გადაყენების კანონიერი ინსტრუმენტი ექნება.


ბეჭდვა