საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა უკრაინის უმაღლეს
რადაში უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენრის შესახებ კანონპროექტი უკვე წარადგინეს.
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინულ ტელეკომპანიასთან საუბრისას განაცხადა.
„ხელისუფლების ცვლილება კანონიერად უნდა მოხდეს. მაგრამ თუ არ არსებობს შესაბამისი კანონი, ეს ვერ მოხდება. ამიტომ, უკვე წარვადგინეთ კანონპროექტრი პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ. მოქმედ პარლამენტს თუ არა, შემდეგს მაინც უნდა მოვცეთ პრეზიდენტის გადაყენების კანონიერი ინსტრუმენტი“- განაცხადა სააკაშვილმა.
