მიხეილ სააკაშვილი „კარვების ქალაქში“ დასახლდა
მიხეილ სააკაშვილი „კარვების ქალაქში“ დასახლდა
11:40 25.10.2017
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში აქტივისტებს შეუერთდა და „კარვების ქალაქში“ დასახლდა.

მისი თქმით, თან თბილი სამოსი აქვს და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს.

აქციები რადას შენობასთან ერთ კვირაზე მეტია გრძელდება. აქტივისტები სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოს და ახალი საარჩევნო კანონის და კომისიის შექმნას მოითხოვენ.

ბეჭდვა