კიევში უკრაინის უმაღლეს რადასთან „ახალ ძალთა“ მოძრაობის საპროტესტო აქცია სულ მცირე 7 ნოემბრამდე
გაგრძელდება.
ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
ამასთან, უკრაინული რადას მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც თვითმხილველთა განცხადებით, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
შეგახსენებთ, რომ კიევში „ახალ ძალთა“ აქცია უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს.
როგორც მოძარაობის ლიდერმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აქცია ცვლილებებისა და დანაპირების მოთხოვნის მიზნით დაიწყო.
„ცვლილებებისა და დანაპირების შესრულების მოთხოვნა კი ლეგიტიმურია მით უფრო, რომ უკრაინა ჭაობს დაემსგავსა და ეს ჭაობი უნდა ამოშრეს. ამისთვსი კი ხალხის მობილიზებაა საჭირო და ეს პროცესი დღეს, 17 ოქტომბერს დაიწყება“- განაცხადა სააკაშვილმა.
