პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინა ჭაობში უფრო და
უფრო ეფლობა.
აღნიშნულის შესახებ მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვინდა ავაშენოთ ნორმალური ქვეყანა, გვინდა უკრაინა განვითარების სწორ გზაზე დავაყენოთ, რადან ის ჭაობში უფრო და უფრო ღრმად ეფლობა.
პარლამენტს შეუძლია ხუთი კვირის განმავლობაში შეცვალოს არსებული რეალობა. ერთ წელიწადში კი ქვეყანა საგრძნობლად წავიდეს წინ და დაივიწყოს, რომ ეს მთავრობა საერთოდ არსებობდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი ნერვიულობა გადაიტანა.
მე მათ ახალ პრობლემებს ვპირდები. ჩვენ ბევრნი ვართ და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ბევრნი ვიქნებით და როდესაც გავიმარჯვებთ, ეს გამარჯვება არავის უნდა მივცეთ. ვერ შევეგუები იმ ადამიანებს, ვინც საკუთარ ხალხს ძარცვავენ და მათთან მოლაპარაკებებს არასდროს გავმართავ“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
