რადას შენობის წინ აქცია გრძელდება
რადას შენობის წინ აქცია გრძელდება
12:54 18.10.2017
აქცია, რომელიც კიევში, რადას შენობის წინ გუშინ დაიწყო, კვლავ გრძელდება.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აქციის მონაწილეები დარჩებიან პარლამენტის შენობასთან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ისინი სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოს და ახალი საარჩევნო კანონის და კომისიის შექმნას მოითხოვენ.

„არსებულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში ომია, მათ სამხედრო მოსამსახურეები ფრონტის ხაზიდან მოხსნეს და აქ გადმოიყვანეს. ჩვენ ვხედავთ რაში იხარჯება ფული, რამდენი სპეცდანიშნულების რაზმი ჰყავს ხელისუფლებას. სპეცრაზმები არავის უშველის, რადგან აქ ხალხი დგას. აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ კანონს, რომელის მიღებასაც ისინი ითხოვენ, 2 დღეში დაამტკიცებენ. ხალხმა ამ ხნის განმავლობაში აქ დარჩენა გადაწყვიტა, რათა ხელისუფლებამ ის არ მოატყუოს”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ბეჭდვა