ტოკიოში მიწისძვრამ ტრანსპორტის მუშაობა შეაფერხა
ტოკიოში მიწისძვრამ ტრანსპორტის მუშაობა შეაფერხა
11:35 03.07.2012
იაპონიაში 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ტოკიოში ცათამბჯენების  რყევა და სწრაფმავალი მატარებლების რამდენიმე რეისის შეფერხება გამოიწვია.

მიწისძვრის ეპიცენტრი ტოკიოს ყურეში 100 კმ-ის სიღრმეში იყო.

იაპონიის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების გამო, ცუნამის საშიშროება არ არის.

ინფორმაცია სერიოზული ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.

იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სეისმოლოგიური კატაკლიზები იყო 1923 წლის ტოკიოს მიწისძვრა, როდესაც 142 ათასი ადამიანი დაიღუპა.

ბეჭდვა