ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა თავის ანგარიშში სირიაში ადამიანის უფლებათა დარღვევის
ფაქტები აღწერა, მათ შორისაა, წამება და დროებითი დაკავების ცენტრებში არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ორგანიზაცია ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს „დამნაშავეთა დასჯისკენ“ მოუწოდებს, იუწყება „ბი-ბი-სი“.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგის განცხადებით, სირიის ხელისუფლების მიერ ჩადენილი „ბარბაროსული ქმედებების“ რიცხვი საშინლად გამოიყურება.
მინისტრის აზრით, მომავალმა ბრალდებულებმა სასჯელს თავი ვერ უნდა აარიდონ.
სირიაში წელიწადზე მეტია სამთავრობო ჯარებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. გაერო-ს მონაცემებით, დაღუპულია 12 თასზე მეტი ადამიანი. სირიის ხელისუფლების განცხადებით, ოპოზიციასთან შეტაკებების შედეგად, 2 ათას 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამართალდამცავია გარდაცვლილი. აპრილიდან სირიაში კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა მოქმედებს, თუმცა, კონფლიქტში ჩართული მხარეები ახალი შეიარაღებული ინციდენტებისა და მსხვერპლის შესახებ მუდმივად აკეთებენ განცხადებებს.
