მიხეილ სააკშვილი: მოსამართლეს ეგონა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ესაუბრებოდა და მიღებული დავალებების შესრულების პირობა დადო
მიხეილ სააკშვილი: მოსამართლეს ეგონა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ესაუბრებოდა და მიღებული დავალებების შესრულების პირობა დადო
10:40 25.09.2017
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი საქმის განმხილველი მოსამართლისა და რუსი პრანკერების ის საუბარი გავრცელდა, სადაც მოსამართლე მიღებული დავალებების შესრულების პირობას დებს.
მისივე თქმით, უკრაინის ქალაქ ჩერკასში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები გაიმართა, სადაც ძალთა გაერთიანებაზე ისაუბრეს.
ამის შესახებ სააკაშილმა უკრაინული ტელევიაზიის საშუალებით განაცხადა.
„ეთერში გავიდა რუსი პრანკერების საუბარი მოსამართლესთან. მას ეგონა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ესაუბრებოდა და მიღებული დავალებების შესრულების პირობა დადო. ეს მოსამართლე ციხეში უნდა იჯდეს და ასეც მოხდება, როგორც ყველა გაყიდული მოსმართლის შემთხვევაში.
იმისთვის რომ 130 დოლარით დავეჯარიმებინე, დიდი ფინანსური რესურსები დახარჯეს, რადგან ამ საქმეში საზღვრის დაცვის არაერთი წარმომადგენელი იყო ჩართული. ჩერკასში არაერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთან გაიმართა შეხვედრები, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ახლა თუ არ გავერთიანდებით, თუ არა დავასრულეთ ხელისუფლების თავგასულობა, თუ არ გავესაუბრეთ მოსახლეობას და მათი მკაფიო მოთხოვნები არ გადავეცით კიევს, ჩვენ არ გვექნება შემნდეგი არჩევნები. ზოგიერთ ჩვენგანს მოქალაქეობას წაართმევენ, ზოგიერთს ქვეყნიდან გააგდებენ, თანამდებობიდან გადააყენებენ ან უბრალოდ შანტაჟს მოუწყობენ“- განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გადაკვეთაში დამნაშავედ ცნეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 3400 გრივნის ოდენობის ჯარიმა და ამასთან ერთად, სასამართლო მოსაკრებელი 320 გრივნა უნდა გადაიხადოს.

ბეჭდვა