უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესაძლო ფაქტზე დღეს ლვოვში სააკაშვილის სასამართლო გაიმართება
უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესაძლო ფაქტზე დღეს ლვოვში სააკაშვილის სასამართლო გაიმართება
10:26 22.09.2017
უკრაინაში, ლვოვის სასამართლოში დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესაძლო ფაქტის განხილვა გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე, მესაზღვრეებმა სააკაშვილის მიერ სავარაუდო სამართალდარღვევის მტკიცებულებები უნდა წარდგინონ.
როგორც საააკშვილის ადვოკატი პაველ ბოგომაზოვმი აცხადებს, სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ დღესვე გახდება ცნობილი.

„სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას სასამართლო დღესვე გამოიტანს. არსებობს ნიშნები იმისა, რომ მოსამართლე ჩქარობს. ჩემი აზრით, ეს შესაძლოა საქმის რეზონანსულობის გამო ხდება, თუმცა არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ რაიმე სახის უკანონო დაინტერესება არსებობს. მსგავსი შემთხვევების დროს მოსამართლე პროცესს ერთი თვის შემდეგ ნიშნავს, ჩვენს შემთხვევაში განხილვამდე სულ რამდენიმე დღე გვქონდა“ - განაცხადა პაველ ბოგომაზოვმა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი უკრაინაში 10 სექტემბერს ჩავიდა და მას სასამართლო პოლონეთი-უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავება.


ბეჭდვა