მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა
მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა
15:26 19.09.2017
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიევში ჩავიდა.
სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს რეზიდენციასთან მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.
სააკაშვილმა დღეს ადვოკატებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით მოთხოვნას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ის პოროშენკოსგან იმ დოკუმენტაციას ითხოვს, რომლის საფუძველზეც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 10 სექტემბერს ჩავიდა. ის კიევის რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაახლოებით ორი თვის წინ ჩამოერთვა.


ბეჭდვა