ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ რუსეთი მზადაა ბაშარ ასადის რეჟიმზე ზეწოლისთვის
ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ რუსეთი მზადაა ბაშარ ასადის რეჟიმზე ზეწოლისთვის
12:36 02.07.2012
აშშ-ს სახელმწფიო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადზე ზეწოლის მოსახდენად რუსეთის მზადყოფნის თაობაზე განცხადება გააკეთა. დასავლეთი ასადს გადადგომისკენ მოუწოდებს, იუწყება „ლენტა.რუ“.

აღნიშნულის შესახებ, აშშ-ს სახელმწფიო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შედეგების კომენტირებისას „ფრანს-პრესთან“ საუბრში განაცხადა.

„ვფიქრობ ისინი მზად არიან ზეწოლა მოახდინონ. მე ამის შესახებ მითხრეს, მიმახვედრეს, რომ მათ ისეთი სტრატეგიული ინტერესები არ აქვთ, რის გამოც ასადის ხელისუფლებაში ყოფნა აუცილებელია“ - განმარტა კლინტონმა.

მისივე თქმით, რუსეთი, ასევე, იზიარებს სირიაში ხელისუფლების გადაცემისკენ მისწრაფებას.

როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, დღეისთვის ყველა, მათ შორის რუსეთი და ჩინეთი შეშფოთებული არიან ამ ქვეყანაში ძალადობის გავრცელებით.

სირიაში არსებული ვითრების განხილვას მიეძღვნა 30 ივნისს, ჟენევაში გამართული საერთაშორიოსო კონფერენცია, რომლის მონაწილეებმა რეზოლუცია მიიღეს.

კონფერენციაზე გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენლემა კოფი ანანმა ვითარების მოწესრიგების ახალი გეგმა წარადგინა, რომლის თანახმად, სირიაში გარდამავალი ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს და მასში უნდა შევიდნენ როგორც ასადის მთავრობის წევრები, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. სირიის გარდამავალი ხელისუფლების წევრები ქვეყნის მოქლაქეებმა უნდა აირჩიონ. ამასთან, გეგმაში მკაფიოდაა გაწერილი პრეზიდენტის პოსტიდან ასადის გადადგომის მოთხოვნა, რაც მხარეებს გეგმის ორმხრივი ინტერპრეტირების საშუალებას მიცემს. ერთი მხრივ - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადეს, რომ იგულისხმება ასადის გადადგომა, სხვა მხრივ კი, მათმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა განმარტა, რომ გეგმა არ გულისხმობს პრეზიდენტის უპირობო გადადგომას.

კოფი ანანის მიერ შეთავაზებული ახალი გეგმა უკვე უარყო სირიის ოპოზიციამ. ისინი ბაშარ ასადის მომხრეებთან ერთად მთავრობის ფორმირებაზე უარს აცხადებენ.

ბეჭდვა