საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ დროისთვის უკრაინის ქალაქ
ჩერნოვეცში იმყოფება, კიევში, სავარაუდოდ, 19 სექტემბერს გაემგზავრება.
ამასთან დაკავშირებით სააკაშვილმა ჩერნოვეცში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. სააკაშვილი უკრაინაში რეგიონალური შეხვედრების მოწყობას გეგმავს, რაც უკვე დაიწყო ჩერნოვეციდან. დანიშნულების შემდეგი პუნქტები ხარკოვი და ოდესა იქნება.
