მიხეილ სააკაშვილი ჯერ ჩერნოვეცში, შემდეგ კი ხარკოვსა და ოდესაში ჩავა
მიხეილ სააკაშვილი ჯერ ჩერნოვეცში, შემდეგ კი ხარკოვსა და ოდესაში ჩავა
10:32 13.09.2017
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინის ქალაქ ჩერნოვეცში ჩავა.
სააკაშვილი ჩერნოვეცის შემდეგ ხარკოვდა და ოდესაში გაემგზავრება.
ამ დროისთვის, უცნობია თუ როდის ჩავა საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიევში.
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული არხის“ Zik TV“-ს ეთერში განაცხადა.
„ჩემს კოლეგებთან და მომხრეებთან მუდმივი კავშირი მაქვს და ახლა ხალხთან შეხვედრებს დავიწყებ. შევაგროვებ ყველა პრეტენზიას რომელიც მათ აქვთ და ამ პრეტენზიებით კიევში ჩავალთ. ხვალ მივემგზავრები ჩერნოვცი-ში, შემდეგ შესაძლოა ხარკოვში, ოდესაში და სხვა ქალაქებში გავემგზავრებით. მე მადლობელი ვარ, რომ ჩემს მიმართ უსამართლო ვითარებაში, იულია ტიმოშენკო და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ჩემს გვერდით იდგნენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კოალიციას შევქმნით, მაგრამ როდესაც საუბარი თამაში წესების შექმნას ეხება, ჩვენ ერთად ვიქნებით. ჩვენ ყველა ჯანსაღ ძალებს გავაერთიანებთ,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე სამი დღეა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, ქალაქ ლვოვში იმყოფება.


ბეჭდვა