მიხეილ სააკაშვილი: ხალხთან ერთად კიევში ჩავალ და ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს შევქმნი
მიხეილ სააკაშვილი: ხალხთან ერთად კიევში ჩავალ და ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს შევქმნი
15:18 12.09.2017
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში კიევში უკრაინელ ხალხთან ერთად ჩავა.
მისივე თქმით, მას არა უკრაინის პრეზიდენტთან და პრემიერთან აქვს კონფლიქტი, არამედ ქურდობისა და უსამართლობის სისტემასთან.
ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს ლვოვში იმ სასტუმროსთან განაცხადა, სადაც ორი დღის წინ გაჩერდა.

„როდის ჩავალ კიევში ეს პოროშენკოსაც ზალაინ აინტერესებს. კიევში გავემგზავრები მას სემდეგ, რაც რამდენიმე რეგიონში ჩავალ, მოვუსმენ ხალხს და შემდგომ უკვე ხალხთან ერთად ჩავალ კიევში, მათ მოთხოვნებს გადავცემ ხელისუფლებას. მე არ მაქვს პირადი კონფლიქტი პოროშენკოსთან, არც პრემიერ გროისმანთან. ჩემი დამსახურებითაა ის ახლა პრემიერი, ახლა კი ჩემს დაპატიმრებას ითხოვს. არავითარი კონფლიქტი არ მაქვს ავაკოვთან, მაგრამ კონფლიქტში ვარ ამ ტყუილის, ქურდობისა და უსამართლობის სისტემასთან. ხალხთან ერთად მივალ და შევქმნი ხელისუფლების ლეგალურად შეცვლის მექანიზმს. გზაზე შეუძლიათ შემაფერხონ მაგრამ არფრის მეშინია“- განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმითვე, იმის მიუხედავად რომ პოროშენკოსგან შემოთავაზება ჰქონდა, მას უკრაინის პრეზიდენტობა ან პრემიერობა არ სურს.
„აუცილებლად ჩავალ კიევში ამ დღეების ან კვირების განმავლობაში. ჩემი მიზანი არ არის არც უკრაინის პრეზიდენტობა, არც პრემიერ-მინისტრობა. შემოთავაზება პოროშენკოსგან მქონდა, მაგრამ არ მაქვს ასეთი მიზანი. მხოლოდ ერთადერთი მიზანი მაქვს ის, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ახალი ხალხი მოვიდეს, ახალი ხალხი, რომელიც შეცვლის ქვეყანას“- განაცხადა სააკაშვილმა.


ბეჭდვა