მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას აფორმებს
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას აფორმებს
11:34 12.09.2017
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში საკუთარ ადვოკატებთან და უკრაინელ მესაზღვრეებთან ერთად უკრაინის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას აფორმებს.
პროცედურა ლვოვში იმ სასტუმროსთან მიმდინარეობს, სადაც სააკაშვილი უკვე მეორე დღეა იმყოფება.
როგორც უკრაინის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, დოკუმენტაცია სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ეხება. მათივე თქმით, საქმეზე გამოძიება სახელმწიფოს საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ კვეთის მუხლით მიმდინარეობს.

ბეჭდვა