მიხეილ სააკაშვილი: პასპორტი მომპარეს და ხალხმა უკრაინის ტერიტორიაზე ხელში აყვანილი გადამიყვანა
მიხეილ სააკაშვილი: პასპორტი მომპარეს და ხალხმა უკრაინის ტერიტორიაზე ხელში აყვანილი გადამიყვანა
15:16 11.09.2017
საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში იგი ლეგალურად იმყოფება.
მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის საზღვარზე მას პასპორტი ჯერ არ გამოართვეს, შემდეგ კი მოპარეს, უკრაინის ტერიტორიაზე ის მხარდამჭერებმა ხელში აყვანილი შეიყვანეს.
ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინის ქალაქ ლვოვში განაცხადა, სადაც საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
„მე გადავკვეთე საზღვარი ლეგალური უკრაინული დოკუმენტით. პოლონელებმა ჩამირტყეს შტამპი, როგორც კანონი ითვალისწინებდა. შემდეგ მივედი უკრაინელებთან, რომ მიმეცა პასპორტი, მაგრამ მათ არ მიიღეს. ხალხმა ამიყვანა ხელში. მათ არც მკითხეს და გადამიყვანეს უკრაინის ტერიტორიაზე ხელში აყვანილი. მე ჩემი პასპორტი მქონდა ავტობუსში, როდესაც მივიდა პოლიცია, ჩაატარა ჩხრეკა და მომპარეს პასპორტი. სასაზღვრო პროცედურების გავლა მინდოდა გუშინ, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა. დღეს დილით, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, ჩემი ადვოკატი მივიდა საიმიგრაციო სამსახურში და მიიტანა ჩემი განცხადება. მე ახლა უკრაინის ტერიტორიაზე ვიმყოფები სრულიად ლეგალურად. ეს საკითხი უნდა განიხილოს სასამართლოში“- განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი ლვოვში გუშინ საღამოს ჩავიდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, ჩავა თუ არა ის კიევში და როდის.

ბეჭდვა