იაპონიაში მომიტინგეები ატომური რეაქტორების აღდგენას აპროტესტებენ
იაპონიაში მომიტინგეები ატომური რეაქტორების აღდგენას აპროტესტებენ
18:20 01.07.2012
იაპონიაში 15 ათასამდე მოქალაქემ იაპონიის პრემიერ-მინისტრის ოფისთან, ფუკუშიმას კატასტროფიდან 16 თვის შემდეგ, ატომური რეაქტორების აღდგენა გააპროტესტა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მომიტინგეებმა პრემიერის რეზიდენციის მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს. პოლიცია იძულებული გახდა ჯავშანტექნიკა გამოეყენებინა, რათა დემონსტრანტთა შენობაში შეჭრა აეცილებინა თავიდან.
პროტესტი ტოკიოს ცენტრალურ ქუჩებში მას შემდეგ დაიწყო, რაც იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიკო ნოდამ განაცხადა, რომ ეკონომიკის აღდგენის მიზნით, ქვეყნის დასავლეთით ატომური რეაქტორების აღდგენას აპირებდა.
ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე, გასულ წლის მარტში მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, 50 ატომური რეაქტორი მწყობრიდან გამოვიდა. აღნიშნული შემთხვევა ჩერნობილის ატომური კატასტროფის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო. ატომური ენერგიით ფუკუშიმას კატასტროფამდე იაპონიის მოსახლეობის დაახლოებით 30% მარაგდებოდა. ამის მიუხედავად, გამოკითხვებმა აჩვენა, რომ კატასტროფის შემდეგ იაპონელი ხალხის დაახლოებით 70% უარს აცხადებს ატომური ენერგიის გამოყენებაზე.

ბეჭდვა