მექსიკაში პრეზიდენტს ირჩევენ
მექსიკაში პრეზიდენტს ირჩევენ
15:40 01.07.2012
მექსიკაში დღეს საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი გუბერნატორების არჩევნები იმართება. ამის შესახებ უცხოური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
პრეზიდენტის პოსტზე ოთხი კანდიდატი იყრის კენჭს - ოპოზიციის ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის თავმჯდომარე პენა ნიეტო, დემოკრატიულ-რევოლუციური პარტიის თავმჯდომარე ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორი, პარტია „ახალი ალიანსის“ ხელმძღვანელი გაბრიელ ქუადრი და კონსერვატიულ-ეროვნული პარტიის ლიდერი ჟოზეფინა მოტა.
წინასწარი საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, პენა ნიეტო მთავარ მოწინააღმდეგეს დემოკრატულ-რევოლუციური პარტიის ლიდერს 10-18% უსწრებს. მექსიკის ოფიციალური საარჩევნო ონლაინ პორტალის მიხედვით კი, ნიეტოს 1 პროცენტით ჯოზეფინა მოტა უსწრებს.
არჩევნებში კენჭს არ იყრის მოქმედი პრეზიდენტი ფელიპე კალდერონი, რომელიც ქვეყანას 2006 წლიდან მართავს. მას მეორე ვადით პრეზიდენტობის უფლება კონსტიტუციით აქვს შეზღუდული.
არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 80 მლნ მექსიკლს აქვს. პროცესს 31 400 დამკვირვებელი დააკვირდება, მათ შორის - 700 საერთაშორისო.
პრეზიდენტის გარდა, მექსიკელებმა კონგრესის 500 დეპუტატი და 128 სენატორი, ასევე, მექსიკის 31 შტატის გუბერნატორი უნდა აირჩიონ.

ბეჭდვა