სირიაში არმიისა და ოპოზიციის შეტაკებებს 82 ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში არმიისა და ოპოზიციის შეტაკებებს 82 ადამიანი ემსხვერპლა
10:54 01.07.2012
სირიის არმის შენაერთებისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეტაკებებს კიდევ 82 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 30 ადამიანი დამასკოში, დასაფლავების პროცესიისას მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სირიაში ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების აქტივისტები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, გარდა დამასკოსი, შეტაკებების დროს მსხვერპლი იყო ქალაქებში - დუმაში, იდლიბსა და დეირეზ-ზორში.
ამასთან, სირიაში 28 ივნისის შეტაკებების დროს 75 ადამიანია მოკლული.
სიარიაში სამოქალაქო ომი რამდენიმე თვეა გრძელდება, რომელსაც ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ბეჭდვა