სეტყვამ მარტვილის მუნიციპალიტეტში სახლების სახურავები დააზიანა
სეტყვამ მარტვილის მუნიციპალიტეტში სახლების სახურავები დააზიანა
11:44 16.06.2019
მარტვილის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად დაზარალდა სოფლები - დიდი ჭყონი და სალხინო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია ადგილობრივთა საკარმიდამო ნაკვეთები და სახლების სახურავები.

სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას თქმით, მიყენებული ზარალის დასათვლელად შექმნილია სპეციალური კომისია და ადგილობრივი თვითმმართველობა მიყენებულ ზარალს აანაზღაურებს.
ბეჭდვა