ზუგდიდში ბიბლიოთეკის პროექტირებაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა
ზუგდიდში  ბიბლიოთეკის პროექტირებაზე ბაზრის  კვლევა გამოცხადდა
09:42 14.05.2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროექტირების საფასურის დასადგენად ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას ახორციელებს.

პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარება, რომელთა შორისაა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მშენებლობა.
ბეჭდვა