იყალთოს ქვევრის სკოლა აკადემიაში დღეს ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება.
სიმპოზიუმი 2-3 სექტემბერს ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით იმართება.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები და მხარდაჭერები არიან: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია ,,ქართული ღვინო“ და ალავერდელი
მიტროპოლიტი დავითი.
სიმპოზიუმის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ქართველიდა უცხოელი მეღვინეები. კონკურსის გამარჯვებული 3 სექტემბერს, დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში გამოცხადდება.
ქვევრის ღვინის მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიეები და ჟურნალისტები მიიღებენ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და შეხედულებები ქვევრის ღვინის, ღვინის და კულინარიის დარგში მიმდინარე ტენდენციების და გამოწვევების შესახებ.
ქვევრის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013 წლებში ჩატარდა. პირველი სიმპოზიუმის შედეგად გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისადა კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ მოხდა ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის არამატერიალური კულტურულიმემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანა.
ღონისძიება 11.00 საათზე გაიხსნება.
