საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, აბორტების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა,
რომელიც საზოგადოებას რეკომენდაციებს წარუდგენს.
ამის შესახებ სერგეენკომ გაზეთ ,,რეზონანსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის ცნობითვე, შესაძლოა, ბავშვის სქესის გაგება გარკვეულ პერიოდამდე აიკრძალოს.
,,რამდენიმე თვის წინ, აბორტებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ამ დარგის ექსპერტებისგან შედგება. ძირითადი ანალიტიკური სამუშაო ფაქტობრივად დასრულებულია და ჩვენ, უახლოეს პერიოდში ამ ანალიტიკას შევაჯამებთ. ამის შემდეგ კი, საზოგადოებას იმ რეკომენდაციებს წარვუდგენთ, რომელსაც თანხმობის შემთხვევაში, უკვე სავალდებული სახეს მივცემთ. რაც შეეხება ბავშვის სქესის გაგების აკრძალვას გარკვეულ პერიოდამდე, მოვიაზრებთ, რომ ეს ერთ-ერთ ინსტრუმენტად გამოვიყენოთ. თუმცა, ანალიტიკის შედეგად ჩვენ ამ ინსტრუმენტის დადებითი და უარყოფითი მხარეები წარმოვაჩინეთ, რომელსაც შემაჯამებელი მსჯელობისას აუცილებლად გავითვალისწინებთ და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ“-განაცხადა სერგეენკომ.