ვახტანგ ხმალაძე - სააკაშვილმა ხელისუფლების ხერხემალი კიდევ უფრო გააძლიერა
ვახტანგ ხმალაძე - სააკაშვილმა ხელისუფლების ხერხემალი კიდევ უფრო გააძლიერა
20:57 30.06.2012
საპარლამენტო არჩევნების წინ ქვეყნის მთავარი პოლიციელის ივანე მერაბიშვილის გაპრემიერმინისტრება დასაფიქრებელი ფაქტია.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ექსპერტმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ მერაბიშვილი ხელისუფლების ხერხემალია.

„როგორც ჩანს, პრეზიდენტმა გადაწყვიტა ამ ხერხემლის კიდევ უფრო გაძლიერება. იქედან გამომდინარე, რას აკეთებდა ეს პოლიციური დაწესებულება და რას აკეთებს, ძალიან დასაფიქრებელია, რას უნდა ნიშნავდეს მთავარი პოლიციელის პრემიერად დანიშვნა“ - განაცხადა ხმალძემ.

დღეს საღამოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკა გილაური ივანე მერაბიშვილით ჩაანაცვლა. თავად ნიკა გილაური მთავრობის საპარტნიორო ფონდს უხელმძღვანელებს.


ბეჭდვა