საქართველოს მთავრობაში ახალი პოსტი იქმნება
საქართველოს მთავრობაში ახალი პოსტი იქმნება
20:32 30.06.2012
საქართველოს მთავრობაში საკადრო ცვლილების გარდა სტრუქტურული ცვლილებაც განხორციელდება.

როგორც დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის წარდგენისას განაცხადა, შეიქმნება ახალი - დასაქმების სახელმწიფო მინისტრის პოსტი.

პრეზიდენტის თქმით, ჩამოყალიბდება ასევე ცალკე დასაქმების პროგრამა, რომელსაც თავისი პრიორიტეტები ექნება განსაზღვრული.

მთავრობის ახალი პროგრამის წარდგენა, სააკაშვილის თქმით, ორშაბათს 2 ივლისს მოხდება.

„ვანო არის ის კაცი, რომელმაც შესძლო ყველა ჩვენგანთან ერთად კორუფციის და კრიმინალის ბეჭებზე დადება. დარწმუნებული ვარ, ის ბეჭებზე დადებს ჩვენს მთავარ მტერსაც - უმუშევრობას“ - განაცხადა სააკაშვილმა.


ბეჭდვა