დავით დარჩიაშვილი ვერ აკონკრეტებს ვინ შეიძლება დაინიშნოს შსს-ს მინისტრად
დავით დარჩიაშვილი ვერ აკონკრეტებს ვინ შეიძლება დაინიშნოს შსს-ს მინისტრად
20:07 30.06.2012

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ შეიძლება დაინიშნოს შინაგან საქმეთა მინისტრად.


როგორც დარჩიაშვილმა „ნიუსპრესთნ“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ჯერ მთავრობაში და შემდეგ პარლამენტში იმსჯელებენ.
მისი თქმით, მთავარია, რომ პრემიერი ახალი დატვირთვიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე იგი ყველა სფეროზეა პასუხისმგებელი, მათ შორის იმ სფეროშიც რომელშიც მუშაობდა.
„შესაბამისად, არ მგონია რაიმე შეიცვალოს თუ არ გაუმჯობესდება, იმიტომ, რომ ნებისმიერ სამინისტროს რაღაცა დროის განმავლობაში გადახალისებები, ახალი მიდგომები სჭირდება და მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ნიკა გილაური წარმატებული იყო ეკონომიკისა და ფინანსური მდგომარეობის სტაბილიზაციის საქმეში, იმ დროს, როდესაც ფინანსური კრიზისი იყო.
„ვანო მერაბიშვილი ნიშნავს ძალიან სერიოზულ განაცხადს ნებისმიერ სფეროში. იქნება ეს კრიმინალთან ბრძოლის გაგრძელება, კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელება თუ სხვა დანაპირებები, რომლებიც შესრულებული იქნება“ - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, მერაბიშვილმა თავისი უნარები მენეჯმენტისა და ძალიან მძიმე ვითარებაში სიტყვის შესრულების საქმეში, უკვე აჩვენა.
საქართველოს პრეზიდენმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ივანე მერაბიშვილი დანიშნა, რომელიც დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა.
ივანე მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 31 დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივლისამდე ხელმძღვანელობდა. ნიკოლოზ გილაურს, რომელიც მერაბიშვილმა ჩაანაცვლა, პრემიერ-მინისტრის პოსტი 2009 წლის 6 თებერვლიდან დღემდე ეკავა.

ბეჭდვა