„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბი დღეს
ოფიციალურად გაიხსნება.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შტაბს პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. დღესვე, შტაბის ხელმძღვანელს წარადგენს თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე.
შტაბის გახსნის ღონისძიება 19:00 საათზე, კოსტავას N14-ში (გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილი შენობა) გაიმართება.
