თავდაცვის სამინისტროში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა
თავდაცვის სამინისტროში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა
16:23 25.08.2017
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კესტუტის იანკაუსკასმა საქართველოში მისია დაასრულა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს კესტუტის იანკაუსკასს უმასპინძლა.

კესტუტის იანკაუსკასმა საქართველოში მისია დაასრულა. ლელა ჩიქოვანმა მას საქართველოში EUMM-ის მისიის ხელმძღვანელის რანგში შესრულებული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემურ საკითხებსა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში, ინტეგრაციის გამოკვეთილი პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. მათ, ასევე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა მიმოიხილეს და თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.



mis: 0112 Tbilisi, general kvinitaZis q.20 tel/faqsi: (+995 32) 2 91 13 86
www.mod.gov.ge; ელ-ფოსტა pr@mod.gov.ge press@mod.gov.ge


ბეჭდვა