საქართველოს მინისტრთა კაბინეტი გადამდგარია
საქართველოს მინისტრთა კაბინეტი გადამდგარია
19:52 30.06.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაყენების შედეგად, კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის მთავრობა ავტომატურად გადაყენებულია და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ახალმა პრემიერმა უნდა დაიწყოს.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.

„მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა საკმაოდ მოკლე ვადებში უნდა დაკომპლექტდეს და წარედგინოს პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად“ - განაცხადა ხმალაძემ.

რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა ნიკა გილაურის ნაცვლად საქართველოს მთავრობის მეთაურად შს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი დანიშნა.



ბეჭდვა