დევიდ ლი: საქართველოში უდიდესი კონტრასტია იმ ხმამაღალ სლოგანებსა და საკუთარი თავის რეკლამირებასთან, რომელსაც წინა ხელისუფლება მიმართავდა
დევიდ ლი: საქართველოში უდიდესი კონტრასტია იმ ხმამაღალ სლოგანებსა და საკუთარი თავის რეკლამირებასთან, რომელსაც წინა ხელისუფლება მიმართავდა
14:36 25.08.2017
კომპანია "მაგთიკომის" ყოფილი პრეზიდენტი, "არიკ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ლი სოციალურ ქსელ Facebook-ზე ბორჯომის ხეობაში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს გამოეხმაურა.
„ფინანსთა მინისტრმა მოინახულა ხანძრის არეალი. მომწონს მათი ასეთი ზრუნვის ფორმა. უდიდესი კონტრასტია იმ ხმამაღალ სლოგანებსა და საკუთარი თავის რეკლამირებასთან, რომელსაც წინა ხელისუფლება მიმართავდა. ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც არჩეული მთავრობის საჯარო ნდობაში გამოიხატება. ძალიან მადლიერი ვარ ამ ადამიანების. გარდამავალ პერიოდს საქართველო ძალიან დიდი ტემპით გადის“, - დაწერა დევიდ ლიმ.
დიმიტრი ქუმსიშვილი ბორჯომის ხეობაში გუშინ ჩავიდა, სადაც არსებულ ვითარებასა და ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებს გაეცნო.

ბეჭდვა