პრემიერ-მინისტრის აპარატში ივანე მერაბიშვილის დანიშვნა მოულოდნელი იყო
პრემიერ-მინისტრის აპარატში ივანე მერაბიშვილის დანიშვნა მოულოდნელი იყო
19:43 30.06.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ განხორცილებული საკადრო ცვლილება მოულოდნელი იყო.

როგორც ცნობილია, ნიკა გილაური ამ დროისათვის საქართველოში არ იმყოფება და იგი სამუშაო ვიზიტით იაპონიაშია.

ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს მოღვაწეობას გილაური, რომელიც პრემიერად 2009 წლიდან მუშაობდა.

რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა ნიკა გილაურის ნაცვლად საქართველოს მთავრობის მეთაურად შს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი დანიშნა.

ბეჭდვა