მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა


მიხეილ ჯანელიძე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა


12:15 25.08.2017
მიმდინარე წლის 25-27 აგვისტოს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის მიხაელ როტის მოწვევით ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდს ეწვევა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან მიხაელ როტთან. შეხვედრისას მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ორმხრივურთიერთობებს, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. შეხვედრისას მხარეები ასევე ისაუბრებენ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის მიმდინარეობასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.


გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძოდ ჰესენის სახელმწიფო მინისტრთან ფედერაციასთან ურთიერთობების და ევროპულ საკითხებში, ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან. 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ფრანკფურტის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან.

ბეჭდვა