ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრებმა ორი საკითხი განიხილეს: საქართველოს
პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი „საგანგებოსიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის-საქართველოს სამხედროძალების უმაღლესი მთავარსარდლის 2017 წლის 22 აგვისტოს N5 ბრძანების დამტკიცების თაობაზესაქართველოს პრეზიდენტის წარდგინების განხილვადა საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 23 აგვისტოს განკარგულება.
„საჭირო გახდა ხანძრის ლიკვიდაციისთვის სამმხედრო ძალების გამოყენება. შესაბამისი წარდგინებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა საქართველოსპრეზიდენტს და საქართველოს პრეზიდენტის მიერ უკვე გამოიცა აქტი სამხედრო ძალების გამოყენების თაობაზე. გუშინ უკვე იყვნენ ჩართული სამხედრო ძალები ხანძრის ლიკვიდაციაში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და დღეს შესაძლებელია ასევე სამხედრო ძალების გამოყენება სხვა არეალში ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ დღეს სესიაზე იმისათვის, რომ დავამტკიცოთ კონსტიტუციისა და რეგლამენტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
