არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატი კახა კუკავაა
არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატი კახა კუკავაა
12:22 21.08.2017
არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა - „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ და „თავისუფალმა საქართველომ“ მერობის ერთიანი კანდიდატი, კახა კუკავა წარადგნეს.
საკრებულოს თავმჯდომარის პოსტისთვის კი ამ ორი პარტიიდან ასევე საერთო კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძე იბრძოლებს.
ამასთან დაკავშირებით განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გაააკეთა.
„აქ ვყოფი ადამიანები ვართ ის პოლიტიკოსები, რომლებმაც ჩვენი პირადი, პარტიულ ინტერესები გადავდეთ გვერდით ერთიანობისთვის. ერთიანობას აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა, იმიტომ რომ მხოლოდ ოპოზიციურ ერთიან კანდიდატს შეუძლია დაამარცხოს ხელისუფლება“- განაცხადა ბურჯანაძემ.

ბეჭდვა