ლეიბორისტები“ „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებას მათი პარტიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ
ლეიბორისტები“ „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებას მათი პარტიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ
15:04 30.06.2012
“ლეიბორისტული პარტია” ხელისუფლებასა და კოალიცია “ქართულ ოცნებას” სხვათა დისკრედიტაციის ხარჯზე პოლიტიკური მოედნის ხელოვნურად გაყოფაში ადანაშაულებს.  ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ განაცხადა.
ძაგანიას თქმით, ამის ნათელი მაგალითია - „მეოცნებეთა“ ე.წ. კარდაკარის დროს ჩატარებული გამოკითხვები, სადაც ამომრჩეველს პრაქტიკულად ერთ შეთანხმებულ არჩევანს სთავაზობენ ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის სახით“.
“კრიმინალი ოლიგარქის სატელიტი და მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია “ამომრჩეველთა ლიგა” კარდაკარ წანწალის დროს ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ ბინძური ჭორებს ავრცელებს”-განაცხადა ძაგანიამ და ხელისუფლებასა და კოალიციას ლეიბორისტული პარტიის დისკრედიტაციისთვის თავის დანებებისკენ მოუწოდა.

ბეჭდვა