ლეიბორისტები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებას აპროტესტებენ
ლეიბორისტები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისებას აპროტესტებენ
10:15 26.02.2012
საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება არ უნდა მოხდეს. აღნიშნული განცხადება "ნიუსპრესთან" საუბარში ლეიბორისტული  პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, არასასოფლო-სამეურნეო მიწები შეიძლება გასხვისდეს, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება არ შეიძლება.
შატბერაშვილის თქმით, ლეიბორისტებმა, ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტიც შეიტანეს, თუმცა, კანონპროექტზე მომხსენებელი ჯერ დანიშნული არ არის.
"როდესაც ამ საკითხის განხილვა დაიწყება, ჩვენ რომელიმე ოპოზიციონერ დეპუტატს მომხსენებლად დავნიშნავთ, რადგან ლეიბორისტები პარლამენტში არ შევდივართ და მას ბოიკოტს ვუცხადებთ" - აღნიშნა სოსო შატბერაშვილმა.

ბეჭდვა