დავით ზალკალიანი კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა
 დავით ზალკალიანი კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა
13:20 14.08.2017

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში

ვიზიტად მყოფ კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან აჰმად ჰასან ალ-ჰამადისთან (Ahmad Hassan Al-Hamadi).
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისა და შემდგომი გაღრმავების მიზანშეწონილობას.
კატარის მხარემ მინისტრის პირველ მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ყურის რეგიონში, კერძოდ კატართან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის შესახებ. აღინიშნა კატარში, და მთლიანად ყურის ქვეყნებში, სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობა.
ვიზიტის ფარგლებში კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

ბეჭდვა