სამეგრელოში რუსმა ე.წ. მესაზღვრეება საოკუპაციო ხაზი ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონში რამდენიმე
ასეული მეტრით გადმოწიეს.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, სოფელ ხურჩაში ოკუპანტებმა დაახლოებით 4 ჰექტრამდე მიწა მიითვისეს.
ე.წ. მესაზღვრეებმა მავთულხლართები სოფელ ტყაიაშიც გადააადგილეს. ადგილობრივების თქმით, ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი დაახლოებით 200 მეტრით გადმოწიეს.
„ფაქტობრივად, წაართვეს ხურჩას 4 ჰექტრამდე მიწა, რომლითაც სარგებლობდა ადგილობრივი მოსახლეები. ერთი პერიოდი შეჩერდა და ისიც კი ეგონათხურჩელებს, იქნება გადაიფიქრესო, კონტაქტზე უნდოდათ გასვლა რუსებთან და გუშინ უკვე შემატყობინეს ადგილობრივებმა, რომ მავთულხლართები გააბეს უკვე ბოძებზე და ფაქტობრივად, დაასრულეს ბორდერიზაციის პროცესი,“ - განაცხადა სოფელ ხურჩის გამგებლის წარმომადგენელმა, ბადრი ხუჯგუამ.
