გიგი წერეთელმა ეუთოში რუსეთის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ისაუბრა
გიგი წერეთელმა ეუთოში რუსეთის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ისაუბრა
19:05 25.02.2012
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ისაუბრა.   
ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის საკითხზე იმსჯელეს. დებატები ეუთოს ქვეყნებში კონვენციური შეიარაღების კონტროლზე გაიმართა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გადაწყდა, რომ ეუთოს ეკონომიკური ფორუმი მაისში ბათუმში გაიმართება. აჭარას დაახლოებით 50 ქვეყნის დელეგაცია ესტუმრება.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა.

ბეჭდვა