„ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების დაჯარიმებაზე სააპელაციო საჩივარი განიხილება
„ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების დაჯარიმებაზე სააპელაციო საჩივარი განიხილება
10:00 30.06.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს მიერ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში სხდომა დღეს იმართება.

საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის დადგენილების საფუძველზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ 2 383 097 ლარით დააჯარიმა.

სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული თანხა ექვს სუბიექტს შორის - „რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“. „კონსერვატიული პარტია“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ სოლიდარობის პრინციპით გადანაწილდება.

ბეჭდვა